საჩხერის პოლიციის უფროსმა რეზო კობახიძემ თანამდებობა დატოვა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მან კობაიძის განცხადება თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, უკვე შესულია კადრების განყოფილებაში.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, ორი თვის წინ, საჩხერის პოლიციის უფროსმა რეზო კობახიძემ პოლიციის შენობის მიმართულებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. ამავე ინფორმაციით, კობახიძე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
კობახიძემ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება შსს-ს, მაშინ უწყებაში განაცხადეს, რომ საკითხს გენერალური ინსპექცია გადაამოწმებდა.
შსს-ში ამ ეტაპზე ვერ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კობახიძის თანამდებობიდან წასვლა სწორედ ამ ინციდენტს უკავშირდება.