შს მინისტრ ვახტანგ გომელაური იმედოვნებს, რომ საქართველოს გატაცებულ მოქალაქეებს ე.წ. მესაზღვრეები ქართულ მხარეს მოკლე ხანში გადმოსცემენ.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებტან განაცხადა, სამინისტრო აღნიშნულ პროცესებში აქტიურად არის ჩართული.
„ეს პრობლემა დღეს და გუშინ არ დამდგარა. წლებია ეს ხდება, პერიოდულად. ჩვენი ანალიტიკური სამსახური ჩართულია პროცესებში. დღესაც გაიმართა ერგნეთში მოლაპარაკება და იმედი მაქვს, ჩვენს მოქალაქეებს ძალიან მალე დააბრუნებენ სახლებში“, - განაცხადა გომელაურმა.
24 მაისს, სოფელ ქარქუსაანიდან ე.წ. მესაზღვრეებმა 42 წლის მამაკაცი გაიტაცეს.