ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ე.წ. საზღვარს კეტავს. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი იტყობინება. „26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოფაშისტო ელემენტები და სააკაშვილის მიმდევრები ქვეყანაში ქაოსის მოწყობას აპირებენ, რასაც უკრაინის მსგავსად, დიდძალი მსხვერპლი მოჰყვება. მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარი ჩაკეტილი იქნება და ვითარების სტაბილიზაციის შემდეგ გაიხსნება,“-ნათქვამია დეფაქტო უწყების განცხადებაში.