პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ლაღიძემ დადასტურა, რომ მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი) მისი პარტიის სახელით არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მართლაც აპირებდა.
მისი განმარტებით, გიორგი გაჩეჩილაძეს პარტია "მომავალი საქართველოს" სახელით, მაჟორიტარ კანდიდატებად "დაიცავი საქართველოს" რამდენიმე წევრის დაყენება სურდა და აღნიშნულზე მოლაპარაკებები ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"პარტია არ დაეთანხმა უცნობის იდეას, ვინაიდან, მას არჩევნების გაშარჟება სურდა. "უცნობი" მოლაპარაკებების დროს აცხადებდა, რომ ქვეყანაში ნორმალური წინასაარჩევნო სიტუაცია არ არის და ხელისუფლება მაინც გაიმარჯვებს. ამის გათვალისწინებით, კი მას სურდა შოუ გაეკეთებინა", - აცხადებს ლაღიძე.
"მომავალი საქართველო" ლიდერის ინფორმაციით, გაჩეჩილაძე უარი გუშინ უთხრეს და მერობის კანდიდატად თავად დარჩება.
აღსანიშნავია, რომ "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ მისი ძმა გიორგი გაჩეჩილაძე არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს და შესაძლოა, ეს შოუს ნაწილი ყოფილიყო.