24 მაისს, 19:00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში MOMA, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ცნობილი ესპანელი მხატვრის აუგუსტო ფერერ დალმაუს ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე, რომელიც ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს ეძღვნება, მოეწყობა ესპანელი მწერლის, ლუკას მოლინას წიგნის „Georgia in the Heart of Afghanistan“ პრეზენტაციაც.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, მოწვეული სტუმრები.