2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნინა სუბლატი, სიმღერით Warrior მე-11 ადგილზე გავიდა.
ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-60 კონკურსის გამარჯვებული შვედეთის წარმომადგენელი მონს ზელმერლიოვი (Måns Zelmerlöw) გახდა, საკონკურსო სიმღერით Heroes. აღნიშნული გამარჯვებით შვედეთმა ევროვიზია 2016-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა.
გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად (50%/50%) გამოავლინეს.
2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი სამეული ასეთია: შვედეთი, რუსეთი, იტალია.
საიუბილეო, ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-60 კონკურსს ვენა, ავსტრია მასპინძლობდა.
საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, როდესაც სოფო ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიმსახურა, სიმღერით My Story.