საუდის არაბეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა.
თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სოფელ ალ-ქადეჰში იმამ ალის სახელობის შიიტურ მეჩეთში მიმდინარე პარასკევის ლოცვის დროს აიფეთქა.
მედიკოსების თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან დაშავებულთაგან რამდენიმე ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით, რეგიონში მოქმედ არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.