მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი რონალდო რუსეთის დედაქალაქში საფეხბურთო აკადემიის გახსნას აპირებს. 38 წლის ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ რუსეთში ვარსკვლავების ახალ თაობას გაზრდის. „გერმანიასთან საწყენი დამარცხებით მივხვდით, რომ ბრაზილიაში ვარსკვლავები აღარ გვყავს. ვარსკვლავები არც რუსეთში არიან. ამიტომ, ძალიან მინდა მოზარდები ნამდვილ ვარსკვლავებას ვაქციოთ. აკადემია 4-18 წლის ასაკზე იქნება გათვლილი. ამ პროექტის განსახორციელებლად კი სოლიდური ინვესტიციებია საჭირო,“-აღნიშნა რონალდომ.