ჩეჩნეთის ლიდერი სოციალურ ქსელებში ატეხილმა აჟიოტაჟმა გააღიზიანა. მისი თქმით, 17 წლის ლუიზა გოილაბიევას და მასზე 40 წლით უფროსი პოლიციის მაღალჩინოსნის, ნაჯუდ გუჩიგოვის ქორწინებამ არაერთი ჩეჩენი ხუმრობისა და ცინიზმის ხასიათზე დააყენა, რაც ყოვლად გაუმართლებელია. „თქვენ ამით ადამიანებს აწამებთ. თავად მოგეწონებოდათ თქვენს ცხოვრებას რომ ასე უხეშად სჯიდნენ? იცით კი, რითი სრულდება ქალის ღირსების შელოახვა ჩეჩნეთში? ამის გამო სისხლი იღვრება. იყავით ნამდვილი ჩეჩნები და იფიქრეთ ოჯახის ღირსებაზე. და აუკრძალეთ თქვენს ცოლებს სოციალურ ჯგუფებში ყოფნა,“-აცხადებს კადიროვი.