უცხოეთის მოქალაეები ირანის სამხედრო ობიექტებზე ვერ შევლენ. ამის შესახებ ქვეყნის სულიერმა ლიდერმა ალი ჰამენეიმ განაცხადა. „უცხოეთის სახელმწიფოები ჩვენს მეცნიერებს გამოკითხვას უტარებენ, მაგრამ რეალურად ეს არა გამოკითხვა, არამედ დაკითხვაა, რასაც ჩემს ქვეყანაში არ დავუშვებ. მათ ჩვენს ბირთვულ და სამხედრო ობიექტებთან არაფერი ესაქმებათ,“-აღნიშნა ჰამენეიმ. ირანთან შეთანხმებას საერთაშორისო ექვსეულმა ლოზანაში 2 აპრილს მიაღწია. ირანი სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ბირთვული პროგრამის მასშტაბების შემცირებას დათანხმდა.