აზერბაიჯანის პრეზიდენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ილჰამ ალიევის თანაშემწემ ალი ჰასანოვმა განაცხადა. მისივე განმარტებით, აზერბაიჯანის ლიდერს დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, რის გამოც რიგაში გამგზავრებას ვერ შეძლებს.