ერაყის ხელისუფლება ჯიჰადისტებთან ბრძოლაში დახმარებას მოხალისეებს სთხოვს. საგანგებო განცხადება ქვეყნის მთავრობამ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. ოფიციალური ბაღდადის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ერაყის არმიის რიგები მოხალისეებით არ შეივსება, ისლამური სახელმწიფოს დამარცხება შეუძლებელი გახდება. ჯიჰადისტებმა 3 დღის წინ სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქები რამადი და მოსული დაიკავეს.