რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ინფორმაციით, მოსკოვში ლიტვის სპეცსამსახურების თანამშრომელი დააკავეს.
უწყების მტკიცებით, მზვერავი იმ დროს დააკავეს, როცა ის რუსეთის მოქალაქისგან საიდუმლო ინფორმაციის შემცველ დოკუმენტებს გადასცემდა.
ФСБ-ს პრეს-ცენტრის ცნობით, უცხოეთის მოქალაქემ აღიარა, რომ ის ლიტვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული სამსახურების მეორე დეპარტამენტის ოფიცერია.