მოსკოვში ლიტვის სპეცსამსახურის თანამშრომელი დააკავეს. არსტიდას ტამოშაიტისი უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრა. დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. ამ დროისათვის ის ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.