რუსეთის ყველაზე მდიდარ კულტურის მოღვაწედ ვალერი გერგიევი დაასახელეს. სტატისტიკურ მონაცემებს „როსიისკაია გაზეტა“ დღევანდელ ნომერში აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, მარნიინის თეატრის ხელმძღვანელის შემოსავალმა გასულ წელს 339 მილიონი რუბლი შეადგინა. მეორე ადგილს რეიტინგში თანამედროვე ხელოვნების სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი მიხაილ მინდლინი იკავებს, მესამე პოზიციაზე კი მოსკოვის მუსიკის საერთაშორისო სახლის დირექტორი ვლადიმერ სპივაკოვია.