ბარაქ ობამას ადმინისტრაცია ფუტკრებისა და პეპლების პოპულაციის შემცირებამ შეაშფოთა. პრობლემის გადასაჭრელად თეთრმა სახლმა მილიონობით აკრი ფედერალური მიწის ნაკვეთი გამოყო, სადაც მწერების პოპულაცია მოხდება, ადგილობრივ ფერმერებს კი პესტიციდების მინიმალური გამოყენების რეკომენდაცია მიეცათ. ობამას ადმინისტრაციის განმარტებით, მწერები სოფლის მეურნეობის სფეროში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.