ხუნანის პროვინციის მცხოვრები პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით დააკავა. როგორც გამოძიებით გაირკვა, ახალგაზრდა მამაკაცი ერთდროულად 17 ქალს ხვდებოდა. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჩინელი მაჩო ავარიაში მოყვა და საავადმყოფოში მის სანახავად რამდენიმე ქალბატონი მივიდა. გოგონების ჩვენებით, იუანი მათ ფულს სისტემატიურად ძალავდა. რამდენიმე ქალს მან ისიც დააჯერა, რომ ცოლად მოიყვანდა.