გაეროს გენერალურ მდივანს ფხენიანში ჩასვლა აუკრძალეს. ამის შესახებ ბან კი მუნმა სამხრეთ კორეაში ვიზიტისას განაცხადა. გენერალური მდივნის თქმით, ჩრდილოეთ კორეამ მას კესონის ინდუსტრიულ ზონაში ჩასვლაზე ოფიციალური უარი უთხრა. მუნის ვიზიტი კესონში დღეისთვის იგეგმებოდა.