ევროვიზიის ქართველი მონაწილე ფინალშია. ნინა სუბლატმა ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარა და საუკეთესოთა ათეულში მოხვდა. ქართველი კონკურსანტი ევროპელი მსმენელის წინაშე ბოლო, მე-16 ნომრად წარსდგა. პირველი ნახევარფინალური ტურის გამარჯვებულები ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად გამოავლინეს. ევროვიზიის მე-60 საიუბილეო კონკურსს წელს ვენა მასპინძლობს. მეორე ნახევარფინალი 21 მაისს გაიმართება. ევროფესტივალის გამარჯვებული კი 23-მაისს გამოვლინდება.