ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გაფიცული თანამშრომლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს ხვდებიან.
ცენტრის თანამშრომლები სახელმწიფო მაკონტროლებლის შეცვლას ითხოვენ. ასევე, თანამშრომლები მოითხოვენ 2011 წელს მიღებული კანონის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც განათლების მინისტრს ცენტრის ხელმძღვანელის დანიშვნის უფლება მიენიჭა. ცენტრის თანამშრომლები ასევე მოითხოვებ, რომ გაუქმდეს რამდენიმე დღის წინ ჩატარებული კონკურსის შედეგები. ისინი კონკურსს არაობიექტურად აფასებენ და ცენტრის სათავეში ყოფილი ხელმძღვანელის, ბუბა კუდავას თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვენ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისა და თამარ სანიკიძის შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარეობს.