პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაძლებლობა ეძლევა, სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, ზოგადი განათლების სფეროში გაწეული მომსახურება/საქმიანობის საფასური თავად დაადგინოს.
ამას გარდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაძლებლობა მიეცემა, გამოცდებთან დაკავშირებით, "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით" გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის და განხილვის ვადები და წესი დაადგინოს.
"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების ავტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა და პარლამენტს მთავრობის ინიციატივით წარედგინა.