ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი ალ პაჩინო თაყვანისმცემლებს ბოდიშს უხდის. ამის მიზეზი მის მიერ ახალ ფილმში შესრულებული სიმღერა გახდა. „მეორე შანსში“ ალ პაჩინომ საესტრადო მომღერლის, დენი კოლინზის როლი ითამაშა. ერთ-ერთ სცენაში მან კოლინზის სიმღერა იმღერა, რაც მსახიობის აზრით არცთუ წარმატებულად გამოუვიდა. „მაპატიეთ სიმღერისთვის, მაგრამ სცენარის მიხედვით ეს უნდა გამეკეთებინა,“-განაცხადა ალ პაჩინომ.