თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელ ტვიტერში საკუთარი აკაუნტი გახსნა. „გამარჯობა, ტვიტერო! მე ბარაქი ვარ. 6 წლის შემდეგ, როგორც იქნა, პირადი აკაუნტი მომცეს,“-წერია ობამას ტვიტერის გვერდზე. 8 საათის განმავლობაში აშშ პრეზიდენტის გვერდი მილიონ 280 ათასმა ადამიანმა ნახა.