რუსული რაკეტა-მატარებლის, „პროტონის“ წარუმატებელი სტარტის უმსხვილესი კოსმოსური პროექტი რამდენიმე თვით შეჩერდა. პროტონი 16 მაისს ბაიკანურის კოსმოდრომიდან აფრენისთანავე ჩამოვარდა, რის გამოც ბრიტანული კომპანია ინმარსეტის საკომუნიკაციო თანამგზავრის გაყვანა ორბიტაზე გაურკვეველი ვადით გადაიდო. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, რუსული ხომალდების წარუმატებელი მისიის გამო ბრიტანული თანამგზავრების გაშვება კოსმოსში უკვე მესამედ ფერხდება.