მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალებიდან ხუთი წლისთავთან დაკავშირებით პოეტის მშობლიურ სოფელ არგვეთში სახლ–მუზეუმი გაიხსნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მუხრან მაჭავარიანის შემოქმედების მოტივებზე, ახალგაზრდების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა.
დღესვე, საჩხერის ცენტრში, მუხრან მაჭავარიანის სახელობის სკვერი და ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მაჟორიტარი დეპუტატი მანანა კობახიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.