ოზურგეთის სასამართლომ, გუშინ დაკებულ ,,ნაციონალური მოძრაობისა” და "თავისუფალი ზონის" წევრებს დავით მჟავანაძესა და ბესიკ ქათამაძეს 250 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
სასამართლომ მათ ჯარიმა შენობა-ნაგებობების იერსახის დამახინჯების ბრალდებით შეუფარდა.
მჟავანაძე და ქათამაძე გუშინ ოზურგეთის საპატრულო პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი ქალაქის ქუჩებში გურიის ახალი გუბერნატორის, გია სალუქვაძის გამოსახულებიან პოსტერებს აკრავდნენ წარწერით - "მოარიდეთ ბავშვებს."