ლუგანსკის ოლქში დაკავებულ რუს სპეცრაზმელებს ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლებენ. ამის შესახებ სააგენტო როიტერი იტყობინება. ცოტა ხნის წინ ეს ინფორმაცია უკრაინის უშიშროების საბჭოს მინისტრმაც დაადასტურა. ვალენტინ ნალივაიჩენკოს თქმით, უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებზე მათი გაცვლა არ იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, დატყვევებულებმა საკუთარი ვინაობა და წოდება უკვე დაასახელეს.