კიევი მოსკოვს ლუგანსკში დაკავებული რუსი სამხედრო მოსამსახურეების გაცვლას ნადეჟდა სავჩენკოსა და რუსების ტვეობაში მყოფ 400-მდე უკრაინელ ჯარისკაცზე სთავაზობს. შესაბამისი წინადადებით რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გორაშენკომ მიმართა. "რაო, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ? როგორც ჩანს, ნადია სავჩენკო და ტერორისტთა ტყვეობაში მყოფი 400-მდე უკრაინელი სამხედრო მალე გათავისუფლდება. მას შემდეგ, რაც ჩვენს მოსაკლავად გამოგზავნილ თქვენს სამხედრო დამნაშავეებს გავასამართლებთ, მათ გაცვლას შემოგთავაზებთ ჩვენს თანამემამულეებზე,"-წერს გერაშენკო სოციალურ ქსელ ფეისბუკში. ინფორმაცია ლუგანსკის ოლქში ორი რუსი სპეცრაზმელის დაკავების შესახებ უკრაინულმა მხარემ დღეს დილით გაავრცელა.