თუ მოსკოვი მინსკის შეთანხმებით აღეულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, რუსეთს საერთაშორისო იზოლაცია ელის. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა. მისივე თქმით, მოსკოვი შეთანხმების პირობებს დღემდე არ ასრულებს, რასაც საერთაშორისო საზოგადოება ადეკვატურად უპასუხებს.