რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, გორის რაიონის სოფელ აძვის მკვიდრი დააკავეს. დაკავებული 67 წლის გრიმბერ ბალამწარაშვილია.
შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელს მწყემსვისას დააკევეს და ე.წ. საზღვარზე გადაიყვანეს. საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკება
შეგახსენებთ, სოფელ აძვის განაპირას, 15 მაისს, ორი მოზარდი გაიტაცეს. ისინი მოლაპარაკების შედეგად, ცხინვალის იზოლატორიდან, იმავე დღეს გაათავისუფლეს.