თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საყდრისი-ყაჩაღიანის საქმეზე სასამართლო განხილვა გაგრძელდება.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია კახა კოჟორიძისა და გიორგი გოგოჭურის შუამდგომლობას იხილავს, რომლითაც მოსარჩელემ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული ადმინისტრაციული აქტების შეჩერება მოითხოვა. საქმეში მესამე პირად ჩართულია კომპანია RMG Gold, რომელსაც აღნიშნული აქტების საფუძველზე არქეოლოგიური ობიექტის დაშლა-აღების ნებართვა მიეცა.
მოსამართლე ნანა დარასელია 16 მაისს პირადად ჩავიდა საყდრისში, ძეგლის მდგომარეობის გასაცნობად. საყდრისთან დაკავშირებული საქმის განხილვა დღეს 12:00 საათზე დაიწყება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასამართლოსთან, პროცესის პარალელურად, მოწინააღმდეგე მხარეები საპროტესტო აქციას გეგმავენ.