ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გურამ ბზვანელი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. 22 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მისი შემოქმედებითი საღამო უნდა გამართულიყო. კონცერტის დასასრულს კი გურამ ბზვანელის ვარსკვლავის გახსნა იგეგმებოდა. გურამ ბზვანელმა შექმნა "გეპეის" ცნობილი კვარტეტი, რომელიც ალექსანდრ ფაინციმერმა მოსკოვში მიიწვია კომედიაში "გოგონა გიტარით" გადასაღებად. ფილმში მთავარ როლს ლუდმილა გურჩენკო თამაშობს.