მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა. ამ თარიღის აღსანიშნავად პოეტის მშობლიურ სოფელ არგვეთში მისი სახლმუზეუმი გაიხსნა. საჩხერის ცენტრში მოეწყო მუხრან მაჭავარიანის სახელობის სკვერიც და დაიდგა მისი ბიუსტი. ღონისძიებას მაჟორიტარი დეპუტატი მანანა კობახიძე და იმერეთის გუბერნატორი დაესწრნენ.