ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე მომხრადი ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მამაკაცი დაიჭრა. დაზარალებულები სასწრაფო დახმარების მანქანებით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ ისინი სახლში გაწერეს. მომხდარტან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით აღიძრა, რაც სხეულის მსუბუქად დაზიანებას ითვალისწინებს.