უკრაინელმა სამართალდამცავებმა ლუგანსკში მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ორი რუსი სპეცრაზმელი დააკავეს. ამის შესახებ პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაცია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ოფიცრები ლუგანსკის დეფაქტო მილიციაში მსახურობდნენ. დაკავების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.