აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდი კიევიდან საქმიანი ვიზიტით, მოსკოვში ჩავიდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამერიკელი დიპლომატის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი 18 მაისიდან დაიწყება. იგი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მინსკის შეთანხმებაზე, უკრაინაში არსებულ ვითარებასა და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, 12 მაისს ქ.სოჭში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი იმყოფებოდა, რომელმაც შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან გამართა.