ქურდობის ბრალდებით, 15 მაისს დაკავებული ანზორ ბერიძე აცხადებს, რომ პოლიცია მას ფიზიკურად გაუსწორდა ამღნიშნულ ფაქტს ადასტურებს მისი ადვოკატი რამინ პაპიძე.
,,პოლიცია ამ ფაქტს არ აღიარებს და ამბობენ, რომ დაკავებულმა ხელბორკილის დადების შემდეგ საკუთარ თავს ეს დაზიანებები თვითონ მიაყენა, მაგრამ დამნაშავე დაკავებული ჰყავდა პოლიციის 20 თანამშრომელს და შეუძლებელია ეს დაზიანებები თვითონ მიეღო’’, - განაცხადა პაპიძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ უწყებას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.