"თუ ჩრდილოეთ ოსეთიდან მოსახლეობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ქართველების მიტოვებულ სახელში ჩაასახელებენ, მაშინ ეს სამომავლოდ ოსებთან საერთო ენის გამოძებნას შეუძლებელი გახდის", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა სოსო ცინცაძემ განუცხადა.
ექსპერტის შეფასებით, აფხაზეთში დევნილთან საკუთრების საკითხი ამ დრომდე სერიოზული შემაფერხებელ პრობლემადაა ქცეული.
"აფხაზეთში, რეგინიდან გამოდევნილი ქართველების სახელში უკვე სხვები ცხოვრობენ, რომლების გამოყრა ახლა უკვე შეუძლებელია. იგივე თუ მოხდა ცხინვალის რეგინში, კერძოდ კი ახალგორის რაიონში და სეპარატისტებმა ქართველების სახლებში ე. წ. ოსი დევნილები ჩაასახლეს, ეს ჩვენს შერიგებას და საერთო ენის გამოძებნას, თუ გნებავთ, რაიმე სახის შეთანხმების მიღწევას შეუძლებელს გახდის", - განაცხადა ცინცაძემ.
მისი შეფასებით, თუ სეპარატისტების აღნიშნულ სცენარს მართლაც განახორციელებენ, მომავალში ოკუპირებული რეგიონების რეინტეგრაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც, რომ მოხდეს, ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოსახლებული მოსახლეობის სახლებიდან გამოყრა შეუძლებელი გხდება, რადგან ეს ახლა სამოქალაქო ომს გამოიწვევს.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებმა 500 მდე ოჯახმა ე. წ. სამხრეთ ოსეთში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლის სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური სააგენტო "ოსინფორმი" ჩრდილოეთ ოსეთის ნაციონალობის საქმეთა მინისტრზე ტაიმურაზ კოზაევზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოსური მხარის ინფორმაციით, მომავალ კვირას ვლადიკავკაზიდან ცხინვალში სპეციალურად ამ საკითხის შესასწავლად დელეგაცია ჩავა, რომელიც "ჩრდილო ოსეთიდან ამ რაოდენობის ოჯახების სამხრეთ ოსეთში ჩასახლების საკითხს შეისწავლის". აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას, ხაზგასმით აღნიშნულია ისიც, რომ თავის დროზე ეს ოჯახები ე. წ. სამხრეთ ოსეთში და საქართველოს შიდა რაიონებში ცხოვრობდნენ და პირველი კონფლიქტის დროს ვლადიკავკაზში გადასახლდნენ.