უკრაინის უმაღლესი რადას რამდენიმე წევრი ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. უკრაინის რადაში, შესაბამისი დადგენილების პროექტი, შვიდი დეპუტატის ინიციატივით დარეგისტრირდა.
,,უკრაინსკაია პრავდას” ცნობით, რადას დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატმა ოქსანა კორჩინსკაიამ კვიტაშვილი იმაში დაადანაშაულა, რომ მისი მიზეზით, დაშავებული სამხედროების საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნა ვერ ხერხდება. კვიტაშვილმა ბრალდებები უარყო.
შეგახსენებთ, ალექსანდრე კვიტაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2014 წლის დეკემბერში მიიღო და უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა.