გაზეთ კომერსანტის დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარიზი მზადაა რუსეთს მისტრალებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნოს, ოფიციალური მოსკოვი ეხმაურება.
საგანგებო განცხადება კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. "ეს არ არის პრობლემატური თემა. საკითხი მარტივად დგას: ან ფული ან გემები. ამ საკითხზე პრეზიდენტმა პუტინმა და მისმა ფრანგმა კოლეგამაც ისაუბრეს. რუსეთისთვის ორივე ვარიანტი მისაღებია,"-აღნიშნა პესკოვმა. კომერსანტის ინფორმაციით, პარიზი მზადაა მოსკოვს 785 მილიონი დოლარი დაუბრუნოს, მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსული მხარე საფრანგეთს სამხედრო გემების სხვა ქვეყნისთვის გაყიდვის საშუალებას მისცემს.