ყირიმში მაიდნის აქტივისტი გაასამართლეს. ალექსანდრ კოსტენკოს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ბერკუტის სპეცრაზმელისთვის განზრახ სხეულის დაზიანებების მიყენება ედება. ბრალდების მხარის მტკიცებით, კოსტენკომ გასული წლის 18 თებერვლის ცნობილი მოვლენებისას, მაიდანზე ბერკუტის თანამშრომელს ქვა ესროლა. ბრალდებულის ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლოს განაჩენი პოლიტიკურად არის მოტივირებული.