ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მთავრობის მიერ დამტკიცებულ - მთავარი პროკურორის არჩევის ახალ წესს იწუნებს და აცხადებს, რომ საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელი კვლავ ხელისუფლების გავლების ქვეშ დარჩება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში ხატიაშვილი აცხადებს, საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მთავარი პროკურორი არჩევითი უნდა იყოს და ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე.
ხატიაშვილის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, მთავარ პროკურორს კვლავ პოლიტიკური ფიგურა წარადგენს, რადგან საპროკურორო საბჭოს, სწორედ იუსტიციის მინისტრი ხელმძღვავნელობს, რომელიც პოლიტიკური ფიგურაა, რაც დაუშვებელია.
,,გახსოვთ, წელიწადნახევრის წინ აქციებს ვატარებდი, რომ არ შეიძლება მთავრი პროკურორი პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს და ახლა შეფუთეს, შექმნეს საპროკურორო საბჭო, რომელმაც უნდა წარუდგინოს მთავრი პროკურორის კანდიდატურაა მთავრობას და შემდეგ პარლამენტს. ვფიქრობ, ეს არაფერს არ შეცვლის, სანამ არ შეიქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც შეისწავლის პროკურორის, პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ნიშნებს. წარმოდგენილი ცვლილებებით, პროკურორი კვლავ ხელისუფლების პოლიტიკური ფიგურა დარჩება ”, _განაცახდა ხატიაშვილმა.
ხატიაშვილის თქმით, მთავრი პროკურორის თანამდებობა, არჩევითი უნდა იყოს.
,,საქართველოს სპეციფიკიდან გამომიდინარე, მთავარი პროკურორის თანამდებობა არჩევითი უნდა იყოს. Uმთვარი პროკურორი უნდა იყოს ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე და ის ექვს თვეში ერთხელ უნდა მიდიოდეს საკანონმდებლო ორგანოში და აბარებდეს ანგარიშს”, -აცხადებს ხატიაშვილი.
მთავრობამ მთავარი პროკურორის არჩევის ახალი წესი დაამტკიცა. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, მთავარი პროკურორი ექვსი წლის ვადით აირჩევა.
მისივე განცხადებით, ზედიზედ მთავარი პროკურორად აკრძალული იქნება ერთი და იგივე პირის არჩევა. მინისტრმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ პარლამენტი გამოხატავს მზადყოფნას ახალი პროკურორი წელსვე იქნას არჩეული.
,,შეიქმნება საპროკურორო საბჭო, რომელსაც უხელმძღვანელებს იუსტიციის მინისტრი. საპროკურორო საბჭოს არ ექნება საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელების უფლებამოსილება. საბჭოში იქნება ცხრა წევრი: იუსტიციის მინისტრი, ოთხი საპროკურორო კონფერენციის მიერ არჩეული პროკურორი, რისთვისაც შესაბამისად შეიქმნმნება საპროკურორო კონფერენცია. პარლამენტის 2 წევრი, რომლებსაც პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან პარლამენტის მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული 2 წევრი, რომლებიც იმავდროულად არ ეწევიან საადვოკატო საქმიანობას.იუსტიციის მინისტრი ამ რეფორმის შემდეგ პრემიერს კი არ შესთვაზებს მთავრი პროკურორის კანდიდატურას, როგორც დღეს არის, არამედ საპროკურორო საბჭოს, რომელმაც მთავარი პროკურორის კანდიდატურა უნდა დაამტკიცოს 2/3-ის უმრავლესობით”, - განმარტა წულუკიანმა.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც საპროკურორო საბჭო, დაამტკიცეს მთავარი პროკურორის კანტიდატურას იგი დასამტკიცებლად უკვე მთავრობას წარედგინება, ხოლო შემდეგ პარლამენტს.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მთავარი პროკურორის ვადამდე გათავისუფლება მოხდება მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის გამოვლენის, ან სერიოზული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.
,,თუ იარსებებს საკმარისი საფუძველი დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, დაინიშნება საგანგებო პროკურორი, რომელიც ორი თვის ვადაში მოამზადებს და საბჭოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. თუკი დასკვნა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებულ ვარაუდს არ დაადასტურებს, საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება. თუკი საბჭო წევრთა 2/3-ის უმრავლესობით დაადასტურებს მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის სავარაუდო ჩადენას, ის მიმართავს საქართველოს მთავრობას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე თანხმობის მიღების წინადადებით. თუ მთავრობა თანხმობას განაცხადებს საპროკურორო საბჭოს წინადადებაზე, ის მიმართავს პარლამენტს, რომელიც წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით გადაწყვეტს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
თუკი მთავრობა ან პარლამენტი უარს განაცხადებს პროკურორის თანამდებობიდან გადაყენებაზე, საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება”, -აცხადებს მინისტრი.