ჩეჩნეთის სინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჟურნალისტი ელენა მილაშინა მუქარის შეტყობინებებს იღებდა. იმ შემთხვევაში, თუ „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტი მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენს, უწყება მას სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივლებს. ჟურნალისტი მილაშინა 17 წლის სკოლის მოსწავლის იძულებით გათხოვების ფაქტს იძიებდა. ჰედა გოილაბიევა ცოლად მასზე 40 წლით უფროს პოლიციის მაღალჩინოსანს, ნაჯიდ ხუჩიგოვს გაჰყვა, რამაც ადამიანის უფლებათა დამცველების შეშფოთება გამოიწვია.