ტაჯიკი მიგრანტები რუსეთში საემიგრაციო კანონში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებენ. მათი მტკიცებით, 2015 წლის დასაწყისში მიღებულმა ცვლილებებმა 800 ათასამდე შრომითი მიგრანტი დააზარალა. ტაჯიკთა სათვისტომოს ლიდერის, კარომატ სარიპოვის განცხადებით, ახალმა რეგულაციებმა ასობით ათასი ადამიანი უმუშევარი დატოვა, რის გამოც ისლამისტური სახელმწიფოს მიერ მათი გადაბირება გაადვილდა. უმუშევრად დარჩენილი მიგრანტები მზად არიან ერაყსა და სირიაში ჯიჰადისტთა მხარეს იბრძოლონ.