ობამა არაბულ ქვეყნებს ანტისარაკეტო სისტემებს ჰპირდება. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა არაბულ სახელმწიფოთა თანამშრომლობის საბჭოს სამიტის დასრულების შემდეეგ განაცხადა. მისივე თქმით, სეერთებული შტატები სპარსეთის ყურის ქვეყნებს რეგიონალური სნტისარაკეტო სისტემის შექმნაში დაეხმარება, მოკავშირე ქვეყნებს იარაღით მოამარაგებს და მათ სპეცდანიშნულების რაზმებისა და სასაზღვრო ძალების გაწვრთნაში დაეხმარება.