დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე, არსებით განხილვაზე გადაეცა. შესაბამისად, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლის თანახმად, ადვოკატები სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდნენ.
საქმის არსებითი განხილვა 28 მაისს დაიწყება.
ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისთვის დაუმძიმდა.