რუსეთის ყოფილი მთავარი სანიტარი თანამემამულეებს უცხოეთში დასვენებისგან თავის შეკავებას ურჩევს. გენადი ონიშენკოს თქმით, რუსებმა რუსეთში უნდა დაისვენონ. "მაგალითისთვის, თურქეთში 3 კვირით დასვენების შემდეგ ადამიანები დიდხანს ვერ მოდიან გონზე, რასაც კლიმატის მკვეთრი ცვლილება იწვევს. კლიმატური ზონის შეცვლა ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს. განსაკუთრებით ეს ასაკოვან მოქალაქეებს ეხებათ. მათ უნვითარდებათ ჰიპერტონია, ჰაერის უკმარისობა, ნერვიული სისტემის დარღვევა და სხვადასხვა დაავადებები. თუ დასვენება გინდათ, დაისვენეთ რუსეთში, გადით ბუნებაში, საკუთარ აგარაკებზე და დიდხანს იცოცხლებთ,"-აცხადებს ონიშენკო.