დონბასში 11 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა ZDF-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მინსკის შეთანხმების მიუხედავად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული იარაღისა და ჯარების რაოდენობა იზრდება. რუსეთი განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალის კონცენტრირებას მარიუპოლის მხრდიდან ახდენს. ამიტომ, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი თავდაცვის ამ ხაზის შენარჩუნებაა. უკრაინისთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ,"-აღნიშნა პოროშენკომ.