დონბასში საბრძოლო მოქმედებების განახლების ალბათობა ძალიან მაღალია. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "პასუხგაუცემელია კითხვა, თუ რატომ მოუყარა თავი ამ რაოდენობით სამხედრო ტექნიკას იქ პუტინმა. ცხადია, საბრძოლო მოქმედებების განახლების რისკი არსებობს. ამიტომ, მსოფლიოს ამოცანა უნდა იყოს რუსეთის შეჩერება და მოსკოვისთვის მინსკის შეთანხმების პირობების შესრულების იძულება,"-აღნიშნა იაცენიუკმა.