რადიო თავისუფლება უკრაინის ლიდერს ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაში ამხელს. ჟურნალისტური გამოძიებით, პეტრო პოროშენკო კიევის ნაკრძალში მიწის ნაკვეთს ფლობს. პეჩორის რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილი პოროშენკოს უახლოესი გარემოცვის წევრს, იგორ კონონენკოს ეკუთვნის, სადაც მან სახლი აიშენა. რადიო თავისუფლების ჟურნალისტის მტკიცებით, მშენებლობის შედეგად მე-18 საუკუნის კულტურული ძეგლი დაზიანდა, რის გამოც გასულ წელს პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა მოგვიანებით საქმე დაიხურა. ამის შემდეგ კი მიწის საკუთარ მონაკვეთზე სახლის მშენებლობა პოროშენკომაც დაიწყო.